კატეგორიები

დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტი გრძელდება

დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტი გრძელდება

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარეობს მსოფლიო მთავრობათა სამიტი, რომელსაც საქართველოს მთავრობის დელეგაციაც ესწრება.

ამ პლატფორმაზე სიტყვით გამოსვლის გარდა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის პირველი პირები, მთავრობათაშორისი უწყებების მეთაურები ხვდებიან ტექნოლოგიურ გიგანტებს, რაც მაღალტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისთვის ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს.

სამიტზე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის ლიდერებთან ერთად ბიზნესმენები, კორპორაციების ხელმძღვანელი პირები და ტექნოლოგიური გიგანტები მონაწილეობენ.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბული ქვეყნების ლიდერებს უკვე შეხვდა.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები