მთავარიმსოფლიოავსტრალიამძაფრი სუნით გამორჩეული იშვიათი ყვავილი ავსტრალიის ბოტანიკურ ბაღში აყვავდა

მძაფრი სუნით გამორჩეული იშვიათი ყვავილი ავსტრალიის ბოტანიკურ ბაღში აყვავდა

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში ის იშვიათი ყვავილი აყვავდა, რომელსაც გახრწნილი ხორცის სუნი აქვს. ბოლო თვეების განმავლობაში ავსტრალიაში ყვავილი სახელწოდებით – ამორფოფალუსი მესამედ აყვავდა, რაც იშვიათი მოვლენაა.

კანბერაში ავსტრალიის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში აყვავებული ამორფოფალუსის სანახავად მრავალი დამთვალიერებელი მივიდა. ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების თქმით, მცენარე მძაფრ სუნს კონკრეტული მიზეზის გამო გამოსცემს.

„თავდაპირველად სველი სარეცხის, ჭუჭყიანი ტანსაცმლის და მკვდარი ვირთხის მსგავსი სუნებით დაიწყო. შემდეგ კი მკვდარი პოსუმის, ძროხის და ცხვრის სუნი ჰქონდა. მცენარე თავს ისე აჩვენებს თითქოს ის ძალიან ძველი ხეა, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე სინამდვილეში არის. ამით ის მტაცებლების მიერ შეჭმის რისკებს ამცირებს”, – ამბობს ავსტრალიის ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენელი, კეროლ დეილი.

ეროვნულ ბაღში ამბობენ, რომ სუნის გამოყოფის პროცესს თერმოგენეზი ეწოდება. ამ დროს მდედრობითი სქესის ყვავილები მომწიფებულია, რომელსაც დამტვერვის მოზიდვა კილომეტრების მანძილზე შეუძლია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend