მთავარისაქართველო„საზოგადოებრივი ასამბლეა” — თბილისში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პლატფორმა დაფუძნდა

„საზოგადოებრივი ასამბლეა” — თბილისში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პლატფორმა დაფუძნდა

თბილისში, 8 თებერვალს, დაფუძნდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმა „საზოგადოებრივი ასამბლეა”.

დამფუძნებლების განცხადებით, 1917 წლის ეროვნული ყრილობის მსგავსად, საზოგადოებრივი ასამბლეა წარმოადგენს ღია, ინკლუზიურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სივრცეს, რომელიც შექმნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ერთობლივად მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მშვიდობიანი, სტრატეგიული მიდგომით დაძლიონ მიმდინარე კრიზისი.

პლატფორმა, რომელიც ამჟამად 3000-მდე პირს აერთიანებს, იმუშავებს, რათა წვლილი შეიტანონ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტასა და საპროტესტო აქციების დროს უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებაში; ასევე იმ მექანიზმების შექმნისთვის, რომლებიც მომავალში მსგავსი კრიზისების თავიდან არიდებაში დაეხმარება ქვეყანას.

მათივე თქმით, ამ მიზნების მისაღწევად საზოგადოებრივ ასამბლეას აქვს მოქმედი მექანიზმი – მოქალაქეებს შესაბამის სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებით შეეძლებათ მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავება, განხილვა და თავიანთი ძალისხმევით საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერება.

ასამბლეაში გაწევრიანება შეუძლიათ ყველას, ვინც ეთანხმება მის პრინციპებს. საინიციატივო ჯგუფის წევრის, ქეთი არჯევანიძის განცხადებით, ეს თვითორგანიზებული, მოხალისეობრივი გაერთიანებაა, რომელსაც მმართველი ორგანო არ ჰყავს. მისი მოქმედება განსაზღვრულია მემორანდუმით, ეთიკის კოდექსითა და წესდებით და ეფუძნება საჯაროობისა და არაძალადობრიობის პრინციპებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend