საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 6 თებერვალს “ქართული ოცნების” მიერ “შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში” მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
საიას განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მასშტაბით მიმდინარე აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს.
ორგანიზაციის მიმოხილვაში ასევე ხაზგასმულია, რომ “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ინიცირებული ცვლილებები არსებითად კვეცს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.
ისინი აღნიშნავენ, რომ მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევას უკავშირდება შეიძლება საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.-