კატეგორიები

გერმანია შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის 100 მილიარდ ევროს დახარჯავს

გერმანია შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის 100 მილიარდ ევროს დახარჯავს
უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ, გერმანია თავისი არმიის გარდაქმნას ცდილობს, მათ შორის ჯარისკაცებისა და რეზერვისტების რაოდენობის ზრდას.

ბუნდესტაგმა დაამტკიცა 100 მილიარდი ევრო ფონდისთვის, რომელიც ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. ეს სამზადისია, რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იარაღის მასიური შესყიდვებისთვის.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა. ვფიქრობ, ეს ნამდვილად იყო მამოძრავებელი ფაქტორი, რადგან ისინი სისტემატურად ცდილობენ მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრას, გადაკვეთას ყველა წითელი ხაზის, რომლებიც დავადგინეთ პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ“, – ამბობს დევიდი, წვევამდელი.

ფონდის შექმნის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამ დღეში გამოაცხადა. მაშინ კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია შეიარაღებაზე მშპ-ის 2%-ზე მეტს დახარჯავდა.

გერმანელი მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები წლების განმავლობაში უჩიოდნენ უყურადღებობასა და ხანდაზმულ, ცუდად ფუნქციონირებად აღჭურვილობას.

ბერლინი გეგმავს თავდაცვის ექვსი ლეგიონის შექმნას. თითოეული ლეგიონი 6000-დან 8000-მდე ჯარისკაცით იქნება დაკომპლექტებული.

გენერალ-ლეიტენანტი ანდრე ბოდემანი განმარტავს, რომ მზადყოფნა აუცილებელია, რადგან ომის მდგომარეობაში არ არიან, თუმცა მშვიდობა ნამდვილად დასრულდა.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ სამზადისი და უნდა ვიჩქაროთ, სანამ რუსეთი იქნება მზად“, – ამბობს გენერალ-ლეიტენანტი ანდრე ბოდემანი.

გერმანიის არმიას ამჟამად 180 000 ჯარისკაცი ჰყავს, თუმცა მიზნად ისახავს, 2031 წლისთვის 203 000-ს მიაღწიოს. ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახური არ აქვთ და შესაბამისად, ახალგაზრდული ბანაკები წვევამდელთა მიზიდვის მიზნით ტარდება.

 

Related news
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს გზავნილები მიუნხენის კონფერენციიდან – ტრანსატლანტიკური ურთიერთობა ყურადღების ცენტრში
სხვა ამბები