მთავარისაქართველოევროპარლამენტართა ნაწილმა ბრიუსელში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართა

ევროპარლამენტართა ნაწილმა ბრიუსელში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართა

ევროპარლამენტარების ნაწილმა მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართა. „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორი იყო ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტ რევიჩიუსი.

შეკრებილებს მოტანილი ჰქონდათ საქართველოს დროშა და ბანერები მზიას ამაღლობელის გამოსახულებით. ბანერზე კი ეწერა – “თავისუფლება მზია ამაღლობელს”.

„საქართველო ნამდვილად არ მიდის სწორი მიმართულებით. მე მისაუბრია ქართველ ხალხთან, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსები, თუმცა ხშირად იღებენ დემონსტრაციებში მონაწილეობას და მინდა, ვთქვა, რომ საქართველოში ახლა რაც ხდება, ეს არის ბელარუსული და საბჭოთა მმართველობის სტილი“, -ამბობს მიხეილ გალერი, ევროპარლამენტარი.

„გვინდა, რომ მზია იყოს მხნედ და ძლიერად. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაკავებულს. ეს უკვე აღარ არის ხუმრობა. ნამდვილად ვერ გეტყვით თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მზიასთვის, თუმცა სულ მალე ქართველ მაღალჩინოსნებს უფრო მკაცრ მესიჯებს გავუგზავნით“,-ამბობს პეტრას აუსტრევიჩიუსი, ევროპარლამენტარი.

„ჩვენ როგორც ევროკავშირის ქვეყნების კეთილდღეობაზე, ასევე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებზეც ვმუშაობთ. საქართველოში ახლა რაც ხდება, ეს არის რეპრესიები და ხელისუფლება არის არალეგიტიმური. მზიას ირგვლივ რაც ხდება, ნამდვილად აუტანელია. მისი ციხეში ყოფნა დემოკრატიისა და თავისუფლების დასამარების სიმბოლოა. ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს, დამოუკიდებელ და თავისუფალ ჟურნალისტებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს“, -ამბობს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend