მთავარისაქართველო„პოლიციელმა ხელი დაარტყა“ - საქმეები, რომლებსაც ბრალდებული არ ჰყავს

„პოლიციელმა ხელი დაარტყა“ – საქმეები, რომლებსაც ბრალდებული არ ჰყავს

4 თებერვლის დილით, საქართველოს პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, მორიგი საპროტესტოს აქცია გამართეს ჟურნალისტებმა. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მედიამ დილის 11:00 საათიდან დაიწყო შეკრება. მათ იქ საპოლიციო დანაყოფების განსაკუთრებული მობილიზება დახვდათ.

კოლეგის მხარდასაჭერად მისულმა ათობით ჟურნალისტმა პოლიციას განუმარტა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების სხდომის პარალელურად შენობის ირგვლივ მსვლელობას მოაწყობდნენ ისე, რომ საავტომობილო გზას არ გადაკეტავდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი ადგილიდან მაინც გაიყვანეს იძულებით.

საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების იძულებით გაყვანას მედიის პროტესტი მოჰყვა და ადგილზე ვითარების გამწვავება მოჰყვა. არაერთი მედიასაშუალების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე პოლიციელი იმ ჟურნალისტებს, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან.

„რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ნათია ლევერაშვილს, რომელიც ადგილზე ფოტოებს იღებდა და ჰქონდა ჟურნალისტის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, პოლიციელი ხელს ურტყამს და თმაზე მოქაჩვით ცდილობს ადგილიდან გაიყვანოს.

პოლიციელის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ონლაინგამოცემა „ნიუს ონ ჯიც“. გამოცემის ცნობით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელმა თავში ძლიერი დარტყმით ასფალტზე დააგდო NEWS.On.ge-ს მთავარი რედაქტორი ვანცენტ ხაბეიშვილი. ის აქციის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ვანცენტ ხაბეიშვილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა და გადაუდებელი კვლევების ჩატარება დასჭირდა.

საპოლიციო ძალების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და/ან ბოროტად გამოყენების ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. ევრონიუს ჯორჯიამ უწყებას ჰკითხა, დაიწყეს თუ არა მოკვლევა „პუბლიკისა“ და  „ნიუს ონ ჯის“ ჟურნალისტებზე პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტების შესახებ. უწყებას ამ კითხვაზე ჯერ არ უპასუხია (პასუხის შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება).

28 ნოემბრიდან დღემდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სპეცდანიშნულების რაზმების მხრიდან ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არცერთი სამართალდამცველი არ გამოუვლენიათ. 69 დღეა, უწყებამ ვერ გამოავლინა შსს-ს ვერცერთი თანამშრომელი, რომლებმაც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში იძალადეს და მათ მძიმე ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend