კატეგორიები

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ
„ეს არის რუსეთი. ეს არის ბელარუსი. ხალხს თეთრი ფურცლების ჭერისა და ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ” – ამბობენ ჟურნალისტები, რომლებიც პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხადრასაჭერად შეიკრიბნენ.

ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები საკნონმდებლო ორგანოსთან დილის 11 საათზე მივიდნენ, იქამდე სანამ პლენარული სხდომა დაიწყებოდა.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილებს სურდათ, აქცია 9 აპრილის ქუჩაზე გაეგრძელებინათ. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ტროტუარზე გადაადგილების ნება დართეს, რამდენიმე წუთში პოლიციამ ისინი 9 აპრილის ქუჩიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ორი პირი გაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია, დააკავეს თუ არა ისინი.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები