მთავარისაქართველონორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, რეპრესიები, ძალადობა, დაკავებები და თავისუფალ მედიაზე მზარდი ზეწოლა, იმის აშკარა ნიშნებია, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანას ევროპული და დემოკრატიული გზიდან აშორებს.

ასევე წერია, რომ დროდადრო დემონსტრანტები ხელისუფლების მხრიდან სასტიკ ძალადობას განიცდიან, მათ შორის, მსგავსი შემთხვევა ბოლოს 2 თებერვალს მოხდა თბილისში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ განვითარებულ საგანგაშო მოვლენებს საქართველოს პარტნიორებმა სხვადასხვა გზით უპასუხეს, მათ შორის ნორვეგიამაც.

„ნორვეგიამ შემდეგი ზომები მიიღო: საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით არანაირი ახალი პროექტები; საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალმხრივი არხებით თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერის შემცირება, გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა; თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეჩერება; პოლიტიკურ დონეზე კონტაქტების შემცირება“, – წერია განცხადებაში.

ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებით, ევროკავშირის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ნორვეგია პარალელური ზომების მიღებას განიხილავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend