კატეგორიები

საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კაია კალასი განცხადებას ავრცელებს

საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კაია კალასი განცხადებას ავრცელებს
საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა პლატფორმა იქსზე განცხადება გაავრცელა.

ის წერს, რომ მიუღებელია თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა. კაია კალასის თქმით, საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს. მისივე განცხადებით, ევროკავშირი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები