მთავარისაქართველო„ქართულმა ოცნებამ” ევროსაბჭოდან დელეგაცია ოფიციალურად გამოიწვია

„ქართულმა ოცნებამ” ევროსაბჭოდან დელეგაცია ოფიციალურად გამოიწვია

პარლამენტის ბიუროს 3 თებერვლის სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ” ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციიდან წევრები ოფიციალურად გაიწვია. ამასთან, საპარლამენტო დელეგაციაში „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წევრებმა მათი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ასამბლეის პრეზიდენტს ინდივიდუალურად მიმართეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში შედიოდნენ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის სახელით „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები. დელეგაციის წევრები იყვნენ: თეა წულუკიანი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ეკა სეფაშვილი, ასევე სათადარიგო კვოტით: ლევან მაჭავარიანი, რატი იონათამიშვილი და ზვიად შალამბერიძე.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა: „წევრების გამოწვევის მიუხედავად, დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“.

როგორც ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდება თავის პირვანდელ ღირებულებებს, რომლებიც დამყარებული იქნება დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე.

„ველით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავის პირვანდელ ღირებულებებს დაუბრუნდება, რომლებიც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზეა დამყარებული. ხაზგასასმელია, რომ მცდელობა არ ეღიარებინათ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მანდატები და ამით გარკვეულწილად ჩრდილი მიეყენებინათ თითქოს საპარლამენტო არჩევნებისადმი, ეს ოპოზიციას, მის მხარდამჭერ და გვერდში მდგომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და მათ შორის, ზოგიერთ უცხოურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჰარმონიულად და ორკესტრირებულად მუშაობდნენ, ჩაუვარდათ. ეს მცდელობა ჩვენი დელეგაციის ძალიან ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩავარდა და დელეგაციის უფლებამოსილება ცნეს, თუმცა ის რეზოლუცია, რომელშიც გარკვეული დათქმები ჩაიწერა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ასეთ პირობებში ვერ ვიმუშავებთ. თუკი ერთმანეთის სუვერენიტეტსა და არჩევნებში გამოხატულ ხალხის ნებას პატივი არ ვეცით, მაშინ რთულია ვისაუბროთ საერთაშორისო თანამშრომლობის იმ პრინციპებზე, რომლებზეც თანამედროვე სამყაროა დამყარებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend