მთავარიაზიაისრაელიძალაში შევიდა კანონი, რომელიც ისრაელში კრძალავს გაეროს ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს საქმიანობას

ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ისრაელში კრძალავს გაეროს ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს საქმიანობას

ქნესეთის მიერ მიღებული ორი კანონი, რომელთა მიხედვით, ისრაელის ტერიტორიაზე იკრძალება გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს მუშაობა, უკვე შევიდა ძალაში.

ყველაზე მეტად ამას, სავარაუდოდ, იერუსალიმში იგრძნობენ, სადაც ისრაელის ხელისუფლება სააგენტოს შტაბ-ბინის დახურვას გეგმავს.

თუმცა ეს აკრძალვა ასევე საფრთხეს უქმნის გაეროს სააგენტოს მუშაობას დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში, სადაც  ომის დროს პალესტინელებს საკვებით ამარაგებდნენ და სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.

შუაფატის მცხოვრები კარიმ ჰავაში ამბობს, რომ სააგენტო ლტოლვილებს სთავაზობდა უფასო სწავლას, სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოებსა და კლინიკებში, ის ასევე  უზრუნველყოფდა, რომ  ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრება შესაძლებელი ყოფილიყო. მისი აზრით, სააგენტოს დახურვა უდიდეს პრობლემას შექმნის ბანაკში ცხოვრების, სწავლის, ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების თვალსაზრისით.

ისრაელი უკვე დიდი ხანია აკრიტიკებს გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს და მას  7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. სააგენტო  ბრალდებას არ ეთანხმება.

ტრამპის ადმინისტრაციამ კი შეცვალა ბაიდენის გაეროს სააგენტოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ახლა აშშ აღარ უჭერს მხარს სააგენტოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend