კატეგორიები

აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა

აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა

ავიაკატასტროფა აშშ-ში – გუშინ სამგზავრო თვითმფრინავი, ეკიპაჟის 4 წევრითა და 60 მგზავრით, ვაშინგტონის მახლობლად, რონალდ რეიგანის ნაციონალურ აეროპორტში დაშვებისას შეეჯახა სამხედრო ვერტმფრენს, რომელიც საცდელ ფრენას ასრულებდა.

შემთხვევა მოხდა ყველაზე მკაცრად კონტროლირებად საჰაერო სივრცეში, თეთრი სახლისა და კაპიტოლიუმის შენობიდან 5 კილომეტრში.

ინფორმაცია არ გავრცელებულა მსხვერპლისა და შეჯახების მიზეზების შესახებ. აეროპორტმა ყველა რეისი გააუქმა. აეროპორტის ჩრდილოეთით მდებარე მდინარე პოტომაკში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო, გაუშვეს გასაბერი ნავები.

დაკავშირებული ამბები
ახალი მოწვევის კონგრესში „დემოკრატები“ აშშ-ის ომის მდივნის გადაყენებას მოითხოვენ დონალდ ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
სხვა ამბები