კატეგორიები

სტივ კოენი: მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ ყალბი ბრალდებით დააკავა

სტივ კოენი: მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ ყალბი ბრალდებით დააკავა

მზია ამაღლობელის პატიმრობას დემოკრატი კონგრესმენი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, სტივ კოენი ეხმაურება. იგი აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის საქმეს ყურადღებით აკვირდება და მოითხოვს, რომ იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

“როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოს რესპუბლიკაში. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც ქართული ოცნების დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა. ის ციხეში კარგად არ არის, მთავრობამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი”, – წერს სტივ კოენი პლატფორმა X-ზე.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები