მთავარიევროპაბელარუსიწინასწარი მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკა იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკა იმარჯვებს

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მოქალაქეებს ხმის მიცემა დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე შეეძლოთ. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 86% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის 8 მილიონმა მოქალაქემ მისცა ხმა სასურველ კანდიდატს.

ალექსანდრ ლუკაშენკა ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. იგი უკვე მეშვიდედ იღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმათა 80% მიიღო, რასაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ეგზიტპოლის თანახმად, 26 იანვარს ჩატარებულ არჩევნებში ლუკაშენკა ხმათა 87.6%-ს მიიღებს.

„რა თქმა უნდა, ხმა აუცილებლად უნდა მისცეთ. ყოფილი კომუნისტი ვარ, ამიტომ სამშობლოს წინაშე ვალდებულება მაქვს. ქვეყანა ვითარდება, იმედი მაქვს, რომ განვითარებას გავაგრძელებთ, ლუკაშენკა შესანიშნავი ლიდერია, სხვა არავინ გვჭირდება“, – ამბობს თამარა ბესპალოვა, ბელარუსის მოქალაქე.

ალექსანდრ ლუკაშენკას თქმით, მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ სურდა, თუმცა ის პარლამენტის უმაღლესი პალატის თავმჯდომარემ, ნატალია კოჩანოვამ, დაითანხმა.

ხმების დათვლის პროცესი 5300-მდე უბანზე გრძელდება. ლუკაშენკა ქვეყნის პრეზიდენტი მეშვიდე ვადით გახდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend