მთავარისაქართველოსაქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე

საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრეს.

გასაჩივრების ინიციატორი იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი, ბორიანა აბერგი.

პროცედურის წესების ასეთია: იმისთვის, რომ დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდეს, მას მხარი უნდა დაუჭიროს, ასამბლეის სულ მცირე, 30 წევრმა.

კენჭისყრის შედეგად, ამ ინიციატივამ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

საბოლოო გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოთხშაბათს უყრიან კენჭს. იქამდე კი მონიტორინგის კომიტეტმა საკითხზე ანგარიში უნდა მოამზადოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend