მთავარისაქართველოქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის ჩერდება უვიზო მიმოსვლა

ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის ჩერდება უვიზო მიმოსვლა

ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ჩერდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის.

საბჭოს ოფიციალური განცხადების მიხედვით, „საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც ეს შეთანხმება დაეყრდნო და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ინტერესებს”.

საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილება ასევე არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.

სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულება შეჩერდება:

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე მთავრობათაშორისი ორგანიზაციების მიერ.

საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებისთვის, დიპლომატიური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ ვიზის შეღავათით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend