მთავარისაქართველო„ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“ - ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

„ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“ – ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოში ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში „ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავს“, ხოლო მსგავსი საკითხების დღის წესრიგში დაყენებას ევროკავშირის მხრიდან „სამწუხარო მოვლენების გაგრძელებას“ უწოდებს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი მიზანი ქართველი ხალხის ინტერესების დაცვაა.

„მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური, სიმბოლური საკითხია ეს ყველაფერი. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობასა და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე. რაც შეეხება იმას, ვიღაც ვიზას მოითხოვს საჯარო სამსახურში თუ არ მოითხოვს, ეს არის ტექნიკური საკითხი. ევროკავშირში შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ და შეგვიძლია უვიზოდაც. ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავაც უნდა შევუნარჩუნოთ მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები. ეს არის სამწუხარო მოვლენების გაგრძელება. საუბარია მუდმივად შანტაჟზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შანტაჟი არ იყო ეფექტიანი გასული 4 წლის განმავლობაში და ვერ იქნება ეფექტიანი ვერც ახლა. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამასთან დაკავშირებით. თავისთავად ასეთი დისკუსიები უკვე წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

27 იანვარს, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend