მთავარიმსოფლიოკავკასიარუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ

რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამშაბათს, 21 იანვარს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდა. ორივე მინისტრს სურს, გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებსაც ითვალისწინებს.

მხარეებს შორის შეხვედრა დაძაბულობის ფონზე შედგა, რადგან სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კვლავ გადაწყვიტა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების“ ორგანიზაციის დატოვება.

ფაშინიანმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან მჭიდრო კავშირის დამყარება სურს.

„ვიმედოვნებთ, რომ მომავალში რუსული მხარე მომხდართან დაკავშირებით ყველა დეტალს გაითვალისწინებს და თავიდან აიცილებს ცალმხრივ ინტერპრეტაციებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვიხილეთ“, – ამბობს არარატ მირზოიანი.

„დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც ახლა განვიხილეთ, სწორედ ასე, კონსტრუქციულად ვიმსჯელებთ ყველა არსებულ პრობლემაზე. ჩვენ ვაფასებდით და ახლაც ვაფასებთ ძმურ კავშირს სომეხ ხალხსა და სომხეთთან, ჩვენს ბუნებრივ სტრატეგიულ პარტნიორსა და მოკავშირესთან. აგრეთვე, დაინტერესებული ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების განმტკიცებით“, – ამბობს სერგეი ლავროვი.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა ათწლეულზე მეტია, რაც დაძაბულია. 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში ორ ერი ერთმანეთს სასტიკად ებრძოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend