კატეგორიები

„ამ ღონისძიებაზე წარმოვადგენდი საქართველოს” – მე-5 პრეზიდენტი ტრამპის ინაუგურაციაზე

„ამ ღონისძიებაზე წარმოვადგენდი საქართველოს” – მე-5 პრეზიდენტი ტრამპის ინაუგურაციაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრების შემდეგ განცხადებას ავრცელებს. როგორც მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, მომდევნო დღეებში გამართავს არაერთ საქმიან შეხვედრას, რომლებიც მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სწორ საფეხურზე დასაყენებლადაა საჭირო.

„მოხარული ვარ, რომ შევძელი და დღეს, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დავესწარი. უფრო სწორად, მე კი არ დავესწარი, არამედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე საქართველოს, საქართველოს საზოგადოებასა და მთლიანად მოსახლეობას წარმოვადგენდი. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც ამერიკის დიდი ხნის პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი. ოცდაათი წელია, რაც ამერიკა საქართველოს ეხმარება სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩვენ ნამდვილად ორი მეგობარი ვართ.

პირველი დღეები საზეიმო იყო. გუშინაც საინაუგურაციო ერთ-ერთი მეჯლისი იყო, ხვალიდან უფრო საქმიანი შეხვედრები დაიწყება. ინაუგურაციის შემდეგ ყველას აქვს საშუალება, გამართოს შეხვედრები და მეც ვაპირებ, ჩავატარო შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობების სწორ საფეხურზე დასაყენებლადაა საჭირო – იმ საფეხურზე, რაც საქართველოსა და ამერიკას შეეფერება”, – ამბობს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები