კატეგორიები

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა
მთავრობის სხდომის პარალელურად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციაზე სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა კოლეგას კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა და მოითხოვეს, რომ საქართველოს პროკურატურამ ახალი შუამდგომლობა დააყენოს და მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვალოს.

აქციის მონაწილეებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობის მისჯას ითხოვს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები