მთავარისაქართველოსაიას შეფასებით, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში არაერთი დარღვევა იკვეთება

საიას შეფასებით, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში არაერთი დარღვევა იკვეთება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საზოგადოებას გამოცემების, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების, დანაშაულის კვალიფიკაციისა და პოლიციელის მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე შეფასება გააცნო.

პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ „ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე და მზია ამაღლობელის ადვოკატი ჯუბა ქათამაძე.

ორგანიზაციის შეფასებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსაბუთებლად შეუფარდა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მტკიცებით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას არაერთი დარღვევა ადასტურებს. კერძოდ:

  • ადმინისტრაციული წესით თვითნებური დაკავება;
  • მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე;
  • სისხლის სამართლის უკანონო ბრალდება;
  • პატიმრობის გამოყენება უკანონოდ;
  • საჩივრის გაგზავნის დაყოვნება სააპელაციო სასამართლოში;

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საია მოითხოვს:

  • პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე;
  • მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან;

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend