კატეგორიები

პროტესტის 53-ე დღე

პროტესტის 53-ე დღე

პროტესტის 53-ე დღეს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა კვლავ გადაიკეტა. აქციის მონაწილეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციას მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერთა მსვლელობა შეუერთდა.

19 იანვარს, დღის მანძილზე, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბათუმსა და გორში.

მოქალაქეები შეიკრიბნენ პირველი არხის შენობასთანაც და კიდევ ერთხელ მოითხოვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის დათმობა.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები