კატეგორიები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წელს ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოიკითხა 343  პირი, მათ შორის 49 ჟურნალისტი, 226 პირს დაენიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, 52-ს კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, აქტიურად იძიებენ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს. უწყების განცხადებითვე, სამსახური დეტალურად სწავლობს საპროტესტო აქციის გამართვის ადგილსა და მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებულ სამეთვალყურეო ვიდეოკამერებს, ასევე სხვა წყაროებიდან მოპოვებულ ჩანაწერებს, რომელთა ჯამური ხანგრძლივობა 1400 საათს აღემატება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები