საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში, იმყოფებოდა.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მონაწილეობდა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურთა სამხედრო კომიტეტის სხდომაში, რომელსაც სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი რობ ბაუერი ხელმძღვანელობდა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატოს სამხედრო კომიტეტის ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან, ადმირალ კავო დრაგონესთან და საქართველო-ნატოს შორის სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ასევე სხვა უცხოელ კოლეგებთან გამართა ორმხრივი შეხვედრები, სადაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა.
