კონგრესმენი და ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ამერიკის კონგრესის წინაშე სიტყვით წარდგა. მან თავისი სიტყვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით დაიწყო.
ჯო უილსონის თქმით, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, რადგან დიქტატორმა ივანიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს ჩინეთი, ომების მთავარი წამომწყები პუტინი და ირანის რეჟიმი, არჩევნები გააყალბა.
უილსონი ამბობს, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია და ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
„საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ღირებული პარტნიორები არიან. სამწუხაროდ, საქართველოს თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, რადგან 2024 წლის ოქტომბერში დიქტატორმა ივანიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს ჩინეთი, ომების მთავარი წამომწყები პუტინი და ასევე ირანის რეჟიმი, არჩევნები გააყალბა. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, მან უკიდურესად გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება“, – განაცხადა ჯო უილსონმა.
