კატეგორიები

ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია „ჰამასთან” შეთანხმებას ადასტურებს

ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია „ჰამასთან” შეთანხმებას ადასტურებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი „ჰამასთან” მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ადასტურებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ბეთანიაჰუს, ბრძანებით დღეს, 17 იანვარს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი შეიკრიბება, რის შემდეგაც შეთანხმებას მთავრობა დაამტკიცებს.

ღაზაში მიმდინარე 15-თვიანი ომი აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით დასრულდა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 46,000-ს აჭარბებს. პალესტინაში დარჩენილი მოქალაქეები კი მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან.

გაერო მიესალმება მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას. საერთაშორისო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ ომით განადგურებულ ღაზაში პალესტინელებს შეუფერხებლად დაეხმარებიან. ამ დრომდე „ჰამასის” ტყვეობაში 101 ადამიანი რჩება.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები