კატეგორიები

9 მაისს რუსეთის ჯარს წითელ მოედანზე ჩრდილოეთკორეელებიც შეუერთდებიან

9 მაისს რუსეთის ჯარს წითელ მოედანზე ჩრდილოეთკორეელებიც შეუერთდებიან

ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები მოსკოვში 9 მაისის აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ. ინფორმაციას იაპონური მაუწყებელი NHK რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაუწყებელი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები პირველად მიიღებენ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში.

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ გააღრმავეს პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული კავშირები მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ივნისში ხელი მოაწერეს თავდაცვის პაქტს.

ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ ათასობით ჯარისკაცი რუსეთში გაგზავნა. ისინი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობენ.

დაკავშირებული ამბები
ფხენიანი ბირთვული ძალების გაზრდას გეგმავს ჩრდილოეთმა კორეა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში წელიწადში ორი სამხედრო ხომალდის მშენებლობას გეგმავს
სხვა ამბები