პატიმრობაში რჩება პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანატოლი გიგაური.
დღეს, 16 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და ის კვლავ ძალაში დარჩა. საქმე კი არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.