ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები დღეს ასევე შეხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს, ვახტანგ გომელაურსა და მის მოადგილეებს. მონიტორინგის ჯგუფის წევრები უწყების შენობაში იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს გასულ წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს უწყების მიერ გატარებული ღონისძიებები.
ვახტანგ გომელაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და პოლიციის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ. ამ შეხვედრის შემდეგ განცხადება არ გაკეთებულა.
