ვიქტორ ორბანი არ დაესწრება დონალდ ტრამპის ინაუგურაციას. ინფორმაციას ადასტურებს მისი პრესსპიკერი.
უნგრეთის პრემიერი, რომელიც ტრამპს თანამოაზრედ მიიჩნევს, მიწვეული იყო ვაშინგტონში, 20 იანვრის ცერემონიაზე.
მასთან ერთად მიწვეულნი არიან სხვა მემარჯვენე ლიდერებიც, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი.
ვაშინგტონში გამგზავრების ნაცვლად 20 იანვარს ორბანი გეგმავს ბუდაპეშტში სიტყვით წარდგეს. მისი პრესმდივანი ამბობს, რომ პრემიერი ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს.
ვიქტორ ორბანი, პოპულისტი ლიდერია, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ მისი პოლიტიკის გამო.
Mar-a-Lago calling. Just had my first phone conversation with President @realDonaldTrump since the elections. We have big plans for the future!
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) November 6, 2024
ის დიდი ხანია ღიად უჭერს მხარს დონალდ ტრამპს. 5 ნოემბერს კი, აშშ-ის არჩევნების დღეს, მან პლატფორმა X-ზე დაწერა: „შესანიშნავი გამარჯვებაა”.