მთავარიაზიაისრაელიმსოფლიო ლიდერები მიესალმებიან ისრაელსა და „ჰამასს” შორის შეთანხმებას

მსოფლიო ლიდერები მიესალმებიან ისრაელსა და „ჰამასს” შორის შეთანხმებას

ისრაელსა და „ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
შეერთებული შტატების, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით ომი, რომელიც 15 თვე გაგრძელდა, დასრულებულია.

ღაზაში ომის დასრულებას ზეიმობენ პალესტინელები, რომლებიც მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლება 16 იანვარს, ოფიციალურად გამოუცხადებს ნდობას ახალ გადაწყვეტილებას.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისი თქმით, შეთანხმება შესაძლებელს გახდის ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, მშვიდობიანი პალესტინელებისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გაზრდასა და მძევლების ოჯახებში დაბრუნებას.

 „ჩვენ ბევრი რთული დღე გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ეს საშინელი ომი დაიწყო. იყო ბევრი დაბრკოლება და წარუმატებლობა, მაგრამ არ დავნებდით. ახლა კი, ბრძოლის 400 დღის შემდეგ წარმატების დღეც დადგა”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ახალგაზრდა ქალები საპროტესტო აქციაზე ითხოვენ მძევალთა გათავისუფლებას, რომლებიც „ჰამასმა” გაიტაცა, თელ-ავივი, ისრაელი, 14 იანვარი, 2025 წელი Copyright AP Photo/Maya Alleruzzo

ომის დასრულების გადაწყვეტილება შეაფასა კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომაც, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

„კანადა მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისთვის, რომ ეს შეთანხმება წარმატებული იყოს. ცეცხლის შეწყვეტა გვაძლევს იმედს, რომ ეს კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდება“, – განაცხადა კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი ამბობს, რომ შეთანხმება არის შესაძლებლობა ორივე მხარისთვის დაასრულოს ეს 15-თვიანი კოშმარი.

ცეცხლის შეწყვეტას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც. მან თქვა, რომ ეს შეთანხმება შვების მომგვრელია და დასძინა, რომ ახლა ყურადღება უნდა მიექცეს მუდმივი მშვიდობის მიღწევას.

ისრაელსა და „ჰამასს” შორის ომი 2023 წლის წლის 7 ნოემბერს დაიწყო.

  • ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

  • ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომს 46,000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები, რომლებიც ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი.

  • 2024 წლის 5 ნოემბერს ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend