კატეგორიები

„იპოდრომი-უბეტონო მხარე“ – აქცია თბილისის მერიასთან

„იპოდრომი-უბეტონო მხარე“ – აქცია თბილისის მერიასთან

თბილისის მერიასთან ურბანისტების, ეკოლოგების, არქიტექტორებისა და რიგითი მოქალაქეების საპროტესტო აქცია გაიმართა სახელწოდებით „იპოდრომი – უბეტონო მხარე“.

მოქალაქეთა პროტესტის მიზეზი გახდა დედაქალაქის მთავრობის 2024 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, იპოდრომის ტყეს სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსი მოუხსნეს. თბილისის მერიის ამ განკარგულების შემდეგ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ნებადართული გახდა სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

შეკრებილთა თქმით, 2024 წლის 31 დეკემბერს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში 80 000 კვადრატულ მეტრზე ცათამბჯენების მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით განცხადება შევიდა. მათივე შეფასებით, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში თბილისს ეკოლოგიური და ურბანული კატასტროფა ელის. მოსახლეობა დედაქალაქის მერიისგან მოითხოვს ასევე იმ დაპირების შესრულებას, რომლის თანახმადაც, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი ჯერ კიდევ 2022 წელს უნდა გაშენებულიყო.

თბილისის მერიასთან შეკრებილებმა ასევე სოლიდარობა გამოუცხადებს იმ პირებს, რომლებიც პროევროპული დემონსტრაციებისას დააკავეს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები