მთავარისაქართველოევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი გრძელდება. დღეს, 15 იანვარს, პირისპირ შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, გაიმართა. დახურულ კარს მიღმა დისკუსია საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა. სტუმრები არსებული ვითარების ევროინტეგრაციასთან შესაბამისობას ამოწმებენ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები განიხილეს. საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას.

შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

საუბარი ასევე შეეხო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს.
პარლამენტის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირთან ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად გადადგან და საქართველომ უახლოეს წლებში შეძლოს ყველა სტანდარტისა და მოთხოვნის დაკმაყოფილება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი და დელეგაციის წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

მსგავსი დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გუშინ უკვე გაიმართა. ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები აუდიენციას ოპოზიციასთან გამართავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend