კატეგორიები

სომხეთი და აშშ სტრატეგიულ პარტნიორობას აფორმებენ

სომხეთი და აშშ სტრატეგიულ პარტნიორობას აფორმებენ

14 იანვარს სომხეთი და აშშ სტრატეგიულ პარტნიორობას გააფორმებენ.

დოკუმენტს ვაშინგტონში ხელს მოაწერენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

ღონისძიება ერევნის დროით 22:00-ზე გაიმართება.

სომხეთი წლების წინ რეგიონში რუსეთის მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა, მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა.

ახლა ერევანი ცდილობს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ბრიუსელსა და ვაშინგტონს.

პარალელურად ქვეყანაში იგეგმება რეფერენდუმის გამართვა ევროკავშირში გაწევრების თაობაზე.

აქამდე, საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა კავკასიაში, რომელსაც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდა გაფორმებული. ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია.

Related news
მარკო რუბიო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ეკონომიკის სამინისტრო აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ცნობას ეხმაურება
სხვა ამბები