მთავარიევროპასლოვაკეთი„ჯოჯოხეთისკენ მივდივართ” - ფიცო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს

„ჯოჯოხეთისკენ მივდივართ” – ფიცო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს

რობერტ ფიცო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა TA3-ის ეთერში ისაუბრა. მან კოალიციურ პარტნიორებს მკაცრად განსაზღვრული ვადა მისცა საპარლამენტო კრიზისის დასაძლევად და განაცხადა, რომ თუ „სლოვაკეთის ნაციონალური პარტია“ და პარტია „ხმა“ მარტამდე ფუნქციურ პარლამენტს ვერ უზრუნველყოფენ, ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იქნება.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პარტიები კრიზისს ვერ დაძლევენ, ქვეყანა „ჯოჯოხეთისკენ წავა”.

„რატომ უნდა გადავიხადო მე, როგორც სტაბილური კოალიციური პარტიის ლიდერმა, ფასი კოალიციის უუნარობისთვის, მიიღოს კანონი პარლამენტში”, – განაცხადა ფიცომ.

საპარლამენტო კრიზისი „სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის” სამი დეპუტატის მიერ ფრაქციიდან გასვლამ გამოიწვია. მათ გადაწყვეტილების მიზეზად შიდა დაპირისპირება დაასახელეს. ახლა სლოვაკეთის 150-მანდატიან პარლამენტში ფიცოს კოალიცია მხოლოდ 76 მანდატს ფლობს.

პარალელურად, ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეების ნაწილს მიაჩნია, რომ ფიცოს ქვეყანა რუსული ორბიტისკენ მიჰყავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend