კატეგორიები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს ეწვივნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს ეწვივნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა ფაქტების დამდგენი მისიით საქართველოს ეწვივნენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინფორმაციით, ვიზიტი 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მისი მიზანია, შეაფასოს, საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს შესაბამისობა მის ვალდებულებებსა და მოვალეობებთან, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.

საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას.

პრესრელიზში წერია, რომ ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობის, ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც შეხვდებიან.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები