კატეგორიები

ევროკავშირის საგარეო უწყება საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს

ევროკავშირის საგარეო უწყება საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა გუშინ, 13 იანვარს, სოციალურ პლატფორმა X-ზე საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა.

„ევროკავშირი გმობს ამ შაბათ-კვირას თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას.

უსამართლოდ დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ამ უკანონო ქმედებებში ჩართულ პირებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ”, – ნათქვამია ანიტა ჰიპერის განცხადებაში.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები