14 იანვარს მზია ამაღლობელს, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” ხელმძღვანელს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. და დღესვე, ქართული მედიის დიდი ნაწილის ეკრანებსა და ვებგვერდებზე, სამი საათით, გამოჩნდა შავი ბანერი წარწერით: „ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მზია ამაღლობელსა და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ გავიფიცეთ”.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მედიაგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“, დამფუძნებელ მზია ამაღლობელს.
მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.