ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა, ვინც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს და ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება პოლიციის მიერ ძალის უკანონო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ.
ამას გარდა, Amnesty International-ის შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონები დრაკონულია.
როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი აცხადებს, საქართველოში ახლახან მიღებული დრაკონული კანონმდებლობა მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად გამოიყენება და შემაშფოთებელია გაზრდილი რეპრესიები, რომლებიც არსებულ ვითარებას ამწვავებს.
