კატეგორიები

„ტრამპს ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ მოვუყევი” – ჯო უილსონი

„ტრამპს ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ მოვუყევი” – ჯო უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი დონალდ ტრამპს შეხვდა და ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილზე ესაუბრა.

„ტრამპს ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და კორუფციული სქემების შესახებ მოვუყევი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის რეჟიმთან, რომელიც მის მკვლელობას აპირებდა“, – წერს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს იმასაც, რომ მან ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს წერილი „საქართველოს მეგობრები“ გააცნო.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები