მთავარისაქართველომოსამართლემ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი სივაკოვი და ირაკლი ქერაშვილი პატიმრობაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა.

ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.

სხდომა დაახლოებით რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადვოკატები ამბობდნენ, რომ პროკურატურას არ გააჩნდა არც ერთი სამხილი, რომელიც მათ ბრალდებას გაამყარებდა.

შესაბამისად, ისინი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 1000, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვდნენ.

საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 11 ბრალდებულს ბრალად ედებათ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

ბრალდებულები კი ამბობენ, რომ ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ და პირველად სასამართლოს დარბაზში შეხვდნენ.

საქართველოში უკვე 44 დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ აქციების დროს დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend