შინაგან საქმეთა სამინისტრომ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ, 6 იანვარს, განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოძიების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, ერთ-ერთ მათგანს მიაყენეს ჭრილობა და დანაშაულის დაფარვის მიზნით ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს და დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.