მთავარიევროპაბელარუსილუკაშენკა ფიქობს, რომ ბელარუსში დიქტატურა სჯობს უკრაინაში დემოკრატიას

ლუკაშენკა ფიქობს, რომ ბელარუსში დიქტატურა სჯობს უკრაინაში დემოკრატიას

ბელარუსის პრეზიდენტი პასუხობს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მიმართვაში აცხადებს, რომ ალექსნდრ ლუკაშენკამ მას ბოდიში მოუხადა.

საშობაო მიმართვის დროს, მან ვრცლად ისაუბრა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და თქვა,  რომ “ბელარუსში არსებული დიქტატურა ბევრად ჯობს, უკრაინაში ომის ფონზე არსებულ დემოკრატიას”.

მისივე თქმით, მცდელობაა, რომ ბელარუსიც ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში, თუმცა აღნიშნავს, რომ ამას მისი ქვეყანა ვერ გაუძლებს. ლუკაშენკო აცხადებს, რომ 2025 წელი რთული იქნება და დასძენს, რომ ქვეყანა ყველა სირთულისა და გამოწვევის დაძლევას შეძლებს.

„რატომ იქცევა ვოლოდია ზელენსკი ასე? ჩვენ კარგად ვიყავით მასთან, კარგ ურთიერთობაში. რაებს ჩმახავს? რა აკლია? ისინი მას ბრძანებას აძლევენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩავითრიოთ. თუ ომში ჩაგვითრევენ, რთული ვითარება იქნება. შეიძლება, როგორც სახელმწიფომ, ვერ გავუძლოთ. ამიტომ ყველაფერს მოთმინებით და დაჟინებით ვაკეთებ, როგორც უფალი და ეკლესია გვასწავლის. მოდით, გავაკეთოთ ჩვენი საქმე. დრო ყველაფერს დაალაგებს. დრო ყველას მისცემს შეფასებას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მოთმინება. დაე, თქვან, რომ აქ დიქტატურა გვაქვს, ან სხვა რამ. მისმინეთ, ისეთი დიქტატურა, როგორიც ბელარუსშია, უკეთესია, ვიდრე ისეთი დემოკრატია, როგორიც უკრაინაშია. 2025 წელი რთული იქნება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენზე და რუსეთზე დაიწყეს ზეწოლა და ყველა მხრიდან დახრჩობა“, – განაცხადა ლუკაშენკამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend