მთავარისაქართველო„საქართველოში აშკარად იყო საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაცია” - ემანუელ მაკრონი

„საქართველოში აშკარად იყო საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაცია” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის დასრულების „სწრაფ და მარტივ გამოსავალს“ ვერ ხედავს. მან პარიზში ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე 2025 წლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას რუსული აგრესიის საფრთხეს გაუსვა ხაზი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ კონტექსტში ახსენა საქართველოც და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. ემანუელ მაკრონმა საარჩევნო პროცესში დესტაბილიზაციის მიზნით რუსულ ჩარევაზე მიანიშნა.

„ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა. ამასთან ერთად, შეცვალა ევროპელებისა და მსოფლიოს დიდი ნაწილის წინააღმდეგ მომართული აგრესიის ბუნება. რუსეთის ქმედებები რადიკალურად შეიცვალა ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით, რომელიც მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ასევე, ბევრად უფრო აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება. ეს სიახლე არ არის. დაძაბულობა ბოლო ათწლეულია იზრდება, ახლა კი ბევრად მკაფიო და პირდაპირი გახდა. ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთმა მოულოდნელად აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი, მხოლოდ იმიტომ, რომ პირველად, პრემიერ-მინისტრმა წინააღმდეგობის გაწევა გაბედა.

ასევე საქართველოში აშკარად სახით იყო საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაცია. იგივე სცადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ. მსურს, შევაქო პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე. შემიძლია, ვისაუბრო რუმინეთის არჩევნებზეც, სადაც რუსეთი საარჩევნო პროცესის მანიპულირებას არც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მოერიდა”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend