კატეგორიები

ოლაფ შოლცი ილონ მასკს არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

ოლაფ შოლცი ილონ მასკს არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ილონ მასკის მიერ წინასაარჩევნოდ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – მხარდაჭერა დაგმო.

„აქ მთავარი ისაა, რომ ბატონმა მასკმა მხარი დაუჭირა ნაწილობრივ მემარჯვენე-ექსტრემისტულ პარტიას და როგორც ხედავთ ის ამ ქვეყანაში სხვა მიმართულებითაც მოქმედებს. ამ ქცევას არა მხოლოდ უარვყოფთ, არამედ ვეწინააღმდეგებით კიდეც“, – ამბობს ოლაფ შოლცი.

ოლაფ შოლცს არ უსაუბრია ილონ მასკის მიერ პირადად მისი კრიტიკის შესახებ. კანცლერის თქმით, მას უფრო აწუხებს ამერიკელი მილიარდერის მცდელობები, ჩაერიოს გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში.

ოლაფ შოლცმა, აგრეთვე, შეშფოთება გამოთქვა სოციალური მედიის ალგორითმებზე, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მოქმედებს.

„მიჩვეული ვართ, რომ დიდი მედიაკომპანიები სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ვერ თანხმდებიან. აქ ახალი არაფერია. რა თქმა უნდა, გაურკვეველია როგორ ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი იმ ალგორითმებით, რომლებიც თავად ამ სტრუქტურის მიერაა ორგანიზებული“, – ამბობს ოლაფ შოლცი.

ილონ მასკმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არაერთხელ დაუჭირა მხარი როგორც სოციალურ ქსელებში, ისე გერმანულ მედიაში, რის გამოც მას საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობას აბრალებენ.

Related news
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს გზავნილები მიუნხენის კონფერენციიდან – ტრანსატლანტიკური ურთიერთობა ყურადღების ცენტრში
სხვა ამბები