კატეგორიები

კანადის პრემიერ-მინისტრმა შესაძლოა, დღეს გადადგომის შესახებ განაცხადოს

კანადის პრემიერ-მინისტრმა შესაძლოა, დღეს გადადგომის შესახებ განაცხადოს

სააგენტო “როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დღეს, სავარაუდოდ, გადადგომის შესახებ განაცხადებს.

აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერი” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯასტინ ტრუდო ლიბერალური პარტიის ლიდერი გახდა 2013 წელს, როდესაც პარტია ღრმა კრიზისში იყო და ისტორიაში პირველად, თემთა პალატაში მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ანონიმური წყაროს თქმით, ტრუდოს პარტიის წევრები უკმაყოფილო არიან წინასწარი გამოკითხვების შედეგებით, რომლებიც მოსალოდნელი არჩევნებისთვის ტრუდოს მარცხს ვარაუდობენ.

სწორედ, ამ მიზეზით ლიბერალი პარლამენტარები ჯასტინ ტრუდოს გადადგომისკენ საჯაროდ მოუწოდებენ. კანადაში არჩევნები 2025 წლის 20 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს ევაკუირებული მოსახლეობა ბრიტანეთის კოლუმბიაში  ბრუნდება, სხვა რეგიონებში კი ხანძარი კვლავ მძვინვარებს
სხვა ამბები