კატეგორიები

უწყვეტი პროტესტი არასადღესასწაულო განწყობით

უწყვეტი პროტესტი არასადღესასწაულო განწყობით

28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე უწყვეტად გრძელდება.

პროტესტის 38-ე დღეს, 4 იანვარს, მოქალაქეები არასადღესასწაულო განწყობით კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის შენობის წინ.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები ჰქონდათ მიტანილი, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც.

შეკრებილი მოქალაქეების ორი მკაფიო და მთავარი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტები.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები