ათასობით მოქალაქე ხელიხელ ჩაკიდებული, ერთ ჯაჭვში ჩაბმული ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტისკენ, ტრადიციული, ქართული ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული ცეკვით მიემართება. საერთო იდეითა და მიზნით – ააშენონ ევროპული, დემოკრატიული და თავისუფალი საქართველო.
პროევროპული დემონსტრაციებზე საქართველოს მოსახლეობამაც და მსოფლიომაც არაერთი დასამახსოვრებელი კადრი იხილა. მათგან ერთ-ერთი გამოსარჩევი 21 დეკემბერი აღმოჩნდა, როცა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ, ამჯერად კიდევ უფრო ორიგინალური და შთამბეჭდავი გზით თქვეს თავისი სიტყვა. სიტყვა, რომელიც დედაქალაქისა და ქვეყნის სხვა ქალაქის ქუჩებში, თვეზე მეტია, უწყვეტად და ხმამაღლა ისმის.
ხორუმის ჯაჭვს წინ საქართველოს დროშით ამაყად ფრიალით მოუძღოდა მოცეკვავეთა მარშის სიმბოლოდ ქცეული გოგონა ლურჯი ყაბალახით.
