კატეგორიები

დემონსტრანტები, რომლებზე თავდამსხმელებიც ჯერ ისევ ვერავინ იპოვა

დემონსტრანტები, რომლებზე თავდამსხმელებიც ჯერ ისევ ვერავინ იპოვა

„თუ საქართველოში ვარ და თუ ისევ აქციაზე ვარ, ე.ი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და რაღაცის შეცვლას ველი. პესიმისტურად განწყობილ დათა ხარაიშვილს კი ვერ ნახავთ“, – ამბობს დათა ხარაიშვილი, ახალგაზრდა მთარგმნელი, რომელიც რუსთაველის გამზირზე 28 ნოემბერს მეგობრებთან ერთად გავიდა და მას შემდეგ მხოლოდ რამდენიმე დღით გამოეთიშა პროტესტს.

ამას თავის მიზეზი აქვს – დათა 3 დეკემბერს სპეცრაზმმა სცემა. მძიმე დაზიანებებით ის ჯერ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხვდა, შემდეგ კი კლინიკაში. მასზე თავდამსხმელები გამოძიებამ ამ დრომდე ვერ იპოვა.

დათა რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა რუსთაველის გამზირს. ის დღესაც იქ იქნება, პარლამენტის წინ და მეგობრებთან ერთად შეხვდება 2025 წელს.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები